Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მზრუნველი მშობლები არასდროს მისცემენ ბავშვს უფლებას, გვიან დაიძინოს - მისთვის ეს ძალიან სახიფათოა!
ambebi.ge
17 October 2017, 22:20
მზრუნველი დედები არასდროს აძინებენ ბავშვებს გვიან. ეს ძალიან სახიფათოა მათთვის. ძილი ნებისმიერი ადამიანისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნაა, ბავშვისთვის კი - ძალიან სასარგებლო.

როდის წვებიან ბავშვები დასაძინებლად?

პრობლემა იმაშია, რომ სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება ბავშვის თავის დროზე დაძინება, რადგან მათ არ სურთ სმარტფონთან, პლანშეტთან თუ კომპიუტერთან განშორება. ამ მოწყობილობების ნათურების ციმციმი ბავშვის ტვინში აგზავნის სიგნალს, - "ჯერ ადრეა დაძინება" და იმის მაგივრად, რომ პატარამ დაიძინოს, დაისვენოს და მეორე დღისთვის ძალები მოიკრიბოს - ფხიზლობს.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ბავშვები, რომლებიც გვიან იძინებენ, მოუსვენარი და გაღიზიანებულები არიან. მათ უჭირთ კონცენტრირება და სწავლების პროცესში სიძნელეებს აწყდებიან. ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე მნიშვნელოივანია ბავშვის დროული დაძინება.

მცირე ასაკში ორგანიზმი ყოველდღიურად კი არა, საათობრივად იზრდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. არსებობის პირველ წლებში პატარები სწრაფი ტემპით უზარმაზარ ინფორმაციას იღებენ და ისეთ თვისებებს იძენენ, რაც დიდი ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი კი ზრდის ჰორმონის დახმარებით კეთდება, რომელიც ორგანიზმში დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ გამოიყოფა და ძირითადად მხოლოდ ღ /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ამე მოქმედებს. საუკეთესო დრო ამ ჰორმონის გამომუშავებისთვის -შუა ღამეა. თუ ბავშვმა გვიან (9 საათის მერე) დაიძინა, ირღვევა ჰორმონის გამომუშავებაც და მცირდება მის მიერ შესასრულებელი ფუნქციის დროც. შესაბამისად, შესაძლოა შემცირდეს ბავშვის ფიზიკური აქტივობა ან პირიქით, გაიზარდოს და ჰიპერაქტიული გახდეს, რადგან ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მდგრადობაა დარღვეული. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ ღამის საათებში ბავშვის ორგანიზმმა დაისვენოს და ამაში მას მთელი ოჯახი უნდა უწყობდეს ხელს.


10 მცნება "ბავშვის ოქროს ძილისათვის"... განაგრძეთ კითხვა

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი